თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მოხდა.