ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნება

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნება „რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

One Thought to “ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნება”

  1. I’m curious to find out what blog system you have been working with?
    I’m experiencing some small security issues with my latest site and I’d like to find something more risk-free.
    Do you have any solutions?