არ მგონია ივანიშვილმა პატარ – პატარა მეტეორები შექმნას – გია აბაშიძე “დაიცავი საქართველოზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სივრცე კვლავ პოლარიზებულია. არსებობს 2 გრავიტაციული ცენტრი – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.

​როგორც გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად ქმნის თავისივე ოპოზიციას. ვინც წავიდა მმართველი პარტიის რიგებიდან, ეს მათი გადაწყვეტილება იყო.

“რა პოლიტიკურ ფაზლთან გვაქვს საქმე, არ ვიცით. არ მგონია, რომ ივანიშვილმა მისი პოლიტიკური სივრციდან წამოსული პატარ-პატარა მეტეორები შექმნას. არ მგონია, ამ მეთოდით მიდიოდეს, რომ ქმნიდეს ხელოვნურ წარმონაქმნებს, მის ფარულ მხარდამჭერებსა და სატელიტებს. წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტუალური იქნება თემა, ვინ საით დადგება. “ქართული ოცნებიდან” წასული ადამიანები, უკვე მინიშნებებით ამბობენ, რომ შესაძლოა გაერთიანდნენ რეანიმირებულ “დაიცავი საქართველოს” ფორმატში. ძალიან კარგია თუ ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური ძალა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკური სივრცე, ისევ რჩება პოლარიზებული. შეიძლება გარკვეულ საკითხებში ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქცია შეასრულოს”, – აცხადებს გია აბაშიძე. 

მსგავსი თემები