არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე დისკუსიაც კი, არასწორად მიმაჩნია

„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ირაკლი კობახიძე ამჟამად საერთაშორისო მივლინებაშია, რის გამოც ამ საკითხზე დისკუსიაც არასწორად მიაჩნია.


„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები