„აპრიორი არ არის, მეუფე პეტრე მონასტერში წავიდეს, ამის გამო, უმკაცრესი ზომები არ მიიღება“ – დეკანოზი კანონიკურ სამართალზე

„მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, სასჯელის კონკრეტული პერიოდი განსაზღვრული არ არის. მას უვადოდ მიეცა სასჯელი. ეს სასჯელი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ რა ხარისხის სინანული შეუძლია გამოხატოს“- განაცხადა დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და კანონიკური სამართლის ნორმებზე ისაუბრა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შემდგომი ნაბიჯები ტავად მეუფეზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მან ყველაფერი დაიბრუნოს ან პირიქით, ყველაფერი დაკარგოს.

„ამის შემდეგ მიიღებს სინოდი გადაწყვეტილებას მას აღუდგინოს პირვანდელი მდგომარეობა თუ პირიქით. თუ იგივე გააგრძელა, შესაძლოა, მკაცრი სასჯელიც მიიღოს წმინდა სინოდმა. თუ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით  მეუფე პეტრე არ დაემორჩილებოდა და გაეგრძელებინა მღვდელმოქმედებას ან ეპარქიას არ დატოვებდა, ეს მისი მხრიდან უარესი დანაშაული იქნებოდა. თუმცა, მეუფე პეტრე ასე არ მოიქცა და წინააღმდეგობაში არ მოვიდა. მონასტერში გაშვება კი ესაა ერთგვარი საეკლესიო კანონიკური ტრადიცია“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, სინანულისთვის აუცილებელი არ არის, სასულიერო პირი მონასტერში წავიდეს.

„როცა სასულიერო პირს სასჯელს ადებენ, მაგალითად, უკრძალავენ მღვდელმოქმედებას, ელოდებიან მის სინანულს. ამ სინანულის ნიშნად, მოწოდება ყოველთვის არის რომ ის წავიდეს მონასტერში. მონასტერში წასვლა აპრიორი არ არის.  ამიტომ, გარკვეულწილად მეუფე პეტრეს მხრიდან  მითითებულ მონასტერზე უარი უხერხულობას ქმნის და გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის პატრიარქის მოწოდებასთან, მაგრამ ეს იმ სახის კანონიკურ დარღვევად არ მიიჩნევა, რის გამოც, შესაძლოა, წმინდა სინოდმა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები

One Thought to “„აპრიორი არ არის, მეუფე პეტრე მონასტერში წავიდეს, ამის გამო, უმკაცრესი ზომები არ მიიღება“ – დეკანოზი კანონიკურ სამართალზე”

  1. ანონიმური

    ძალიან დარდობთ პეტრნს ტიტულებზე ხალხს ეგ არადარდებს.