ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დაბა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის  ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგება და განახლდება ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი, ისტორიული მუზეუმის შენობა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიძის, ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი. 

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს “იკორთა 2007” მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მსგავსი თემები

One Thought to “ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება”

  1. ზესტაფონი? თუ სტეფანწმინდა :)