შახტის კოსერვაციაც სერიოზული საშიშროებაა – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთვევაში, თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ტყიბულის მინდელის სახელობის შატხში უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას, ობიექტის კონსერვაცია გარდაუვალი იქნება, ეს უნდა მოხდეს ადგილზე ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნით, რათა ისეთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო რეგიონი, როგორიც ტყიბულია, მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ​როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მეორე მხრივ გარკვეული საფრთხის შემცველია შახტის კონსერვაცია. კერძოდ, შახტის კონსერვაციის ერთ-ერთი მეთოდი არის მისი წყლით შევსება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კითხვის ნიშანს ბადებს, თუ ობიექტი როდესმე განაახლებს მუშაობას, მისი წყლით სავსეობა შექმნის პრობლემას. ​მისივე თქმით, აუცილებელია ვენტილაციის…

მეტი...

მივეჩვიეთ ტრაგედიის ფონზე სამძიმრის გამოთქმას, პრობლემა კი მივიწყებას ეძლევა – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებისა და თითის გაშვერის დროს არ არის. “ჩვენ მივეჩვიეთ ამ ტრაგედიების ფონზე სამძიმრის გამოთქმას და შესაბამისად ორ-სამდღიან დისკუსიას ამ თემაზე, შემდეგ კი საკითხი მივიწყებას მიეცემა ხოლმე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. დეპუტატის თქმით, ​ირაკლი კობახიძე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის, ის ასევე არის მთავრობის წევრი და ყველა ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხვა წევრებთან ერთად უნდა მსჯელობდეს, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მთავრობის რომელიმე წევრზე გადაბარება სწორი…

მეტი...

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყოველთვის სწორი პოზიცია გვქონდა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის დახურვის თაობაზე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პრინციპული და სწორი იყო. პარლამენტმა დღესვე უნდა დაიწყოს კონსულტაციები მთავრობასთან, რომ  მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს​. პარლამენტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. “დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ არ მოგვცა სწორი ზომების მიღებისა…

მეტი...

მინდელის სახელობის მაღარო უნდა დაიხუროს – არჩილ თალაკვაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ტყიბულის შახტაში დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მინდელის სახელობის მაღარო უნდა დაიხუროს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვამდე. თალაკვაძე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო. “მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს!”, – აცხადებს დეპუტატი. აღსანიშნავია, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.  გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას შედეგად კედლებმა დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს…

მეტი...

ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დაჯილდოვდა

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს პირადად გადასცა. “მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი…

მეტი...