ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად, ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმ მარშრუტით მოძრაობს, როგორც ადრე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს. N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან.