„კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილმა ფოთლებმა და ტოტებმა გამოიწვია“-მერია

“თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები”- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. მერიის ინფორმაცით, უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. დედაქალაქის მერიაში, სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით. “სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და…

მეტი...

„უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს მძლავრი მხარდაჭერის მიღებით“- იენს სტოლტენბერგი

„უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან “მძლავრი მხარდაჭერის” მიღებით“-  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრაღაში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში დანიშნულ ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრება, შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა კიევისთვის დახმარების მიმწოდებელმა ქვეყნებმა განიხილონ ის შეზღუდვები, რომლებიც კიევს ორ წელიწადზე მეტი დროის წინ დაეკისრა – როცა მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.  

მეტი...

„პუტინის მიზანია საზღვრების შეცვლა“- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ვლადიმერ პუტინის მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაა“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. ლიპავსკი ამბობს, რომ რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნონ. „პუტინის მიზანი ხარკოვის ან (უკრაინის) აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე ქალაქის აღება არ არის. მისი მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლაა. რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რომელიც 1997 წლამდე არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როდესაც მან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო“ – აღნიშნა მინისტრმა.  

მეტი...

ელჩის განცხადებით, ჩინურ კომპანიაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

“დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ ტაივანისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ცენტრები ავრცელებენ“- აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. მისი შეფასებით, ანაკლიის ნავსადგური გარდამტეხი იქნება. „მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი. მისივე ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც პორტი უნდა ააშენოს სანქცირებული არ არის და დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები. „China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი…

მეტი...

“უყურე ერთი რა ამ იდიოტკას” – ელისო ბოლქვაძისა და მგზავრის დაპირისპირება აეროპორტში

“მალე გავარკვევთ მათ ვინეობას“- ასე ეხმიანება ელისო ბოლქვაძე პარიზის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, როცა მას უცნობმა ადამიანებმა “მონა” ეძახეს და ურჩიეს, “აგენტ” პარიზის ნაცვლად მოსკოვში წავიდეს. უმრავლესობოს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში მომხდარ ინციდენტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმურა. ბოლქვაძის განცხადებით, ქალი, რომელმავ მას აეროპორტში „მონა“ ეძახა, არ იცნობს, თუმცა მის ვინაობას გაარკვევს. „ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა! კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასც! გეტყვით რომ: უსახურები და საცოდავები ხართ! მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ!“- წერს…

მეტი...

„სამწუხაროა პრემიერ – მინისტრის პოლიტიკური განცხადებების დეგრადაციის ყურება“- უკრაინის საგარეო უწყება კობახიძეზე

„სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან“-  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი გმობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „არამეგობრულ“ განცხადებას. ასევე, აღნიშნავენ, რომ კობახიძე  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამახინჯებს. „უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და…

მეტი...

ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში “მონა ეძახეს” (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის წევრ ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში ქართველები დახვდნენ და “მონა” ეძახეს. დეპუტატი იმდენად გაბრაზდა, პოლიციის გამოძხება დააპირა.

მეტი...

„მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარი“- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ  უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერ ნალექს, ელჭექს, სეტყვას და ქარის გაძლიერებას ელოდებიან. “უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სეტყვის ტბა“ თბილისის ქუჩებში

მეტი...

თბილისი წყალმა წაიღო (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დედაქალაქი სერიოზულად დააზარალა. დაიტბორა თითქმის ყველა უბანი. საკმაოდ მძიმე ვითარებაა გლდანში, საბურთალოზე, დიდ დიღომში. მანქანები ვერ გადაადგულდება, ქვეითები ვერ მოძრობენ, მიწისქვეშა გადასასვლელები წყლით აივსო. წყალი შევარდა მაღაზიებში, სახლებში, სავაჭრო ობიექტებში.

მეტი...

„კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება“ – ეუთო/ოდირი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ საკუთარ შეფასებას აკთებს და წერს რომ ის დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ეუთო/ოდირის ანალიზია მიხედვით,  მსგავსი კანონი, რომელიც მიღებულია აშშ-სა და ავსტრალიაში,  მიზნად ისახავენ, კერძო კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციას, საუბარია კომპანიებზე,  რომლებიც უცხოური ხელისუფლებების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში და ისინი არ ასახელებენ სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას “უცხოურ წარმომადგენლებად” იმიტომ რომ, უცხოეთიდან ფინანსდებიან. ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი. დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულიც შეიძლება იყოს…

მეტი...

„სეტყვის ტბა“ თბილისის ქუჩებში

სეტყვა, ძლიერი წვიმა, ქარიშხალი – ამ წუთებში თბილისის ქუჩებში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი  დააზარალა. აღნიშნული ფოტო გადაღებულია პეკინის გამზირზე, სადაც „სეტყვის ტბა“ დადგა, თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დატბორილია სანაპირო, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანში, დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები.

მეტი...

მაიკლ როთი გერმანიის ელჩს საქართველოში მხარდაჭერას უცხადებს

“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს“ – აცხადებს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი. გერმანელი დიპლომატი ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს. “ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…” – აცხადებს მაიკლ როთი. ინფორმაციისთვის, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. პრემიერმა კი მას უპასუხა, რომ ეს არის ანტიქართული განცხადება და გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.  

მეტი...

„დიალოგი ერთადერთი გამოსავალია“ – ჩინეთის პოზიცია უკრაინაზე

ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს, საერთაშორის მედიასთან შეხვედრისას  უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზეც მოუწია საუბარი. უკრაინული მედიის კითხვას – ჩინეთი ხშირად მოუწოდებს რუსეთ-უკრაინის ომში დეესკალაციისკენ,  რუსეთი ორ წელზე მეტია აგრძელებს შემოჭრას მეზობელ უკრაინაში, არის თუ არა ჩინეთის მხარის მოწოდებები დეესკალაციის შესახებ რუსეთის მისამართით, პრეს სპიკერმა მაო ნინგიმ ასე უპასუხა: „ჩინეთს სჯერა, რომ დიალოგი და მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან. პარტიები უნდა იყვნენ მოწოდებულნი სიტუაციის დეესკალაციისა და კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისკენ. ეს პოზიცია იყო ნათელი და თანმიმდევრული“.

მეტი...

 „ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“- ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე პრიორიოტეტული საკითხია შშმ პირთა დასაქმება. „შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა. მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად.  ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძე ამბობს, რომ ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობაა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების…

მეტი...

ივენტუსის აკადემიის გახსნას წალენჯიხაში დევიდ ტრეზეგე დაესწრო

„წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ“ –  წერს სოცილურს ქსელში მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან. „დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით იუვენტუსის აკადემია წალენჯიხაში, რაც ამ პატარა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია.  დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან. მადლობა David Trezeguet და იუვენტუსის მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის”- წერს მამუკა…

მეტი...

“ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით“- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მისნისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ უარყოფითად შეაფასა საქართველოში “უცხოეთის გავლენების მატარებელთა შესახებ” კანონის მიღება. მინისტრის განცხადებით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას. ამის შესახებ მან, 30 მაისს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ისაუბრა. “ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას, რაც ასევე გულისხმობს ევროპული ფასეულობების ერთიან გაგებას“- განაცხადა მინისტრმა.  

მეტი...

ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შეტევა რაფაზე

ვთხოვთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები და მტკიცედ მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთა გააკეთა. მისი განცხადებით, ჩინეთი შეშფოთებულია ისრაელის ქმედებებით. „ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელის სამხედრო ოპერაციით რაფაში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მესამედ გამოსცა ბრძანება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დროებითი ზომების შესახებ და პირველად ცალსახად მოითხოვა სამხედრო შეტევის შეწყვეტა შესაბამის რეგიონში. ეს ასახავს მსოფლიოს კონსენსუსს და მტკიცე მოწოდებას ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული კრიზისის დეესკალაციის შესახებ. შესაბამისი დროებითი ღონისძიებები…

მეტი...

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ეკონომიკის სამინისტროში დაადასტურეს.  უწყებაში ამბობენ, რომ ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა.

მეტი...

ოპოზიციის ბოიკოტის გამო ლევან დავითაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პარლამენტში ინტერპელაციით წესით მოსმენა აღარ შედგება. მან ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას საპარლამენტო მუშაობასთან.  როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებს. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს – საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და „კრიტიკის ქარცეცხლში“…

მეტი...

ჩინეთ-ევროპის სარკინიგსო ექსპრესმა 223 ქალაქსა და 23 ქვეყანას მიაღწია   

გასულ შაბათ-კვირას, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესზე (CRE)  90 000-ზე მეტი მგზავრობა და 380 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვა დაფიქსირდა. როგორც ჩინეთი საგარეო სამეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ევროპისა და ზოგადა, გლობალური ვაჭრობა მზარდია და სარკინიგზო ექსპრესი ევროპის  223 ქალაქს აღწევს. „როგორც „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის ფლაგმანი პროექტი და ბრენდი, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა (CRE) ევროპის 223 ქალაქს და 25 ქვეყანას მიაღწია  და დააკავშირა 100-ზე მეტი ქალაქი აზიის 11 ქვეყანაში. ბოლო 8 წლის განმავლობაში, წლიური მოგზაურობები გაიზარდა 1,702-დან 17,000-მდე, წლიური ტვირთის ღირებულება 8 მილიარდი აშშ დოლარიდან 56,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. CRE-მ უდავოდ…

მეტი...

“არ გაჩერდება ხალხის მდინარე“- პარლამენტთან მორიგი აქცია დაიგეგმა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ხვალ 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფირმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. „არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე! ხვალ, 31 მაისს, 19:00- ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ,”  -აღნიშნულია განცხადებაში  

მეტი...

„ძალიან იმედიანად ვართ“- მსახიობები სასამართლოში კოლეგის მხარდასაჭერად მივიდნენ

მსახიობები თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგის ანანო სიხარულიძის მხარდასაჭერად იმყოფებიან. ახალგაზრდა მსახიობი სასამართლოზე საპროტესტო აქციების გამო დაიბარეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.  როგორც მსახიობი ბაია დვალიშვილი ამბობს, ისინი ყველაფერს გაუმკლავდებიან. “ყველაფერს გადავიტანთ, ყველაფერს გავუმკლავდებით და ძალიან იმედიანად ვარ და ძალიან შემართულად და ამით ვერ შეგვაშინებენ. თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, არ ვადევნებ (თვალს), იქ ვარ და შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე)” – ამბობს ბაია დვალიშვილი.

მეტი...

„ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება“- სამინისტრო

“ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება”- აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზირებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება. აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას. China Communications Construction Company Limited…

მეტი...

„„ფეა თრიიზის“ განცხადება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა“- ჯანდაცვის მინისტრი

„საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადება, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონს“ არ შეუქმნია არავითარი მიზეზი, რომ ქვეყანაში ვინც ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, კანონი ხელს არ უშლის ქველმოქმედებას. ” მაგალითად ისეთი, რაც ვნახეთ ბადრი ჯაფარიძისგან მართული ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომ არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის შეწყვეტა მოხდება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობა, იმიტომ რომ მინდა ყველას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ კანონს არავითარი მიზეზი არ შეუქმნია, რომ თუკი…

მეტი...

“ნუ უხეთქავთ ხალხს გულს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება”- ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებზე

„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს. მინისტრის თქმით, არავინ არ დარჩება მკურნალობის გარეშე. „ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც…

მეტი...

„აშშ-ს ხაზინის პოტენციური პასუხი შეიძლება იყოს მკაცრი“- საერთაშორისო სავაჭრო პალატა

„ოფშორის შესახებ კანონის“ მიღება წარმოადგენს სახიფათო ცვლილებას საქართველოს საკანონმდებლო ლანდშაფტში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრების, განსაკუთრებით სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი – აშშ-ს ხაზინის პოტენციური პასუხი შეიძლება იყოს მკაცრი, მათ შორის სანქციები და ჯარიმები ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც აღიქმებიან უკანონო ფინანსური ნაკადების ხელშემწყობებად“- აღნიშნულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში. სავაჭრო პალატაში აღნიშნავენ, რომ  ე.წ „რუსული კანონის“  მიღებით პარლამენტმა ქვეყანაში „მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო იზოლაციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის რისკი“. „საქართველოს პარლამენტის მიერ „ოფშორის შესახებ კანონის“ მიღება წარმოადგენს სახიფათო ცვლილებას საქართველოს საკანონმდებლო ლანდშაფტში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ქვეყანა…

მეტი...

„საქართველოს მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია, ხელისუფლებამ ამ გაზას გადაუხვია“- კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება. როგორც კამერონიო სოციალურ ქსელსი წერს, საქართველოს მოსახელობას ევროატლანტიკური ოჯახში სურს, ხოლო „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია. „საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია.  პრეზიდენტ @Zourabichvili_S ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას,” – წერს კამერონი.

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სარჩელს ამზადებენ

 „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალქო სექტორის წაერმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დავა გაგრძელდება  არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ევროსასამართლოშიც.  „ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი…

მეტი...

ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე“-ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის კიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. მათი განმარტებით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის მიღება მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. „ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“…

მეტი...

თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია

ტრაგიკული შემთხვევა ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში – KLM Cityhopper-ის თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია. ის დაიღუპა. რეისი  დანიის ქალაქ ბილუნდში მიფრინავდა. თუ როგორ მოხვდა ადამიანი ძრავაში უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი იძიებენ, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.    

მეტი...

„ოპოზიციამ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა“- პაპუაშვილი

„ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, მაგრამ დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედეს. „ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

მეტი...

“მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე”- კალაძე

„თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია – მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ, აღნიშნა ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია. „არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მერი პასუხობს: „მე თავად…

მეტი...

„ვრცელდებოდა დეპუტატების ნომრები და მოწოდებები მათთან დაერეკათ, მე არ მახსოვს არვისი რეაქცია“- კობახიძე მუქარის შემცვლელ ზარებზე

„ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, თუმცა ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. „გამოსაძიებელია ალბათ ეს საკითხი, შეიძლება არის კიდეც დაწყებული გამოძიება. ასეთი ზარები გაისმა მათ შორის პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრებთან, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რაც ხდებოდა, შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს ეს ყველაფერი. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ამ დღეების…

მეტი...

„ჩინურ კომპანისთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა“ -კობახიძე

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ანაკლიის გარშემო პროცესებში ჩართულ პოლიტიკურ ოპონენტებს, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუვადა შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მიეზიდათ, თუმცა ვერ შეძლეს და ახლა პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. როგორც მან აღნიშნა, ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი…

მეტი...

„მაედანს ვერავინ ეღირსება საქართველოში“- კობახიძე

„ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურაში იკვეთება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის მათი საქმე“-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში. „რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდეგომ განვითარდა უკრაინაში“- აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაიწყო აგენტების რეესტრის შექმნა“- კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილმა  დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს,  ხდება  „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს. „მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის. რეალურად, ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ახლა ხდება ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება, უცხოური აგენტების სიის ფორმალიზება, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე…

მეტი...