ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე“-ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის კიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. მათი განმარტებით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის მიღება მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ.

„ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებს და ღირებულებებს და იყო შეფერხება აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ასახულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან მინიმუმ სამში“- ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანში ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის შეუსაბამო ინიციატივები წარადგინეს.

„ქვეყანაში ცოტა ხნის წინ წარადგინეს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას“ – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები