არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სარჩელს ამზადებენ

 „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალქო სექტორის წაერმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დავა გაგრძელდება  არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ევროსასამართლოშიც.

 „ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“ – ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

 

მსგავსი თემები