სროლას, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ საზღვარზე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა იყო. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას, TASS-ი გაგრის “პროკურატურაზე” დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.

ამავე ცნობებით, გარდაცვლილი და ორივე დაჭრილი თვითმხილველები არიან.

 

 

მსგავსი თემები