„„ფეა თრიიზის“ განცხადება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა“- ჯანდაცვის მინისტრი

„საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადება, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონს“ არ შეუქმნია არავითარი მიზეზი, რომ ქვეყანაში ვინც ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, კანონი ხელს არ უშლის ქველმოქმედებას.

” მაგალითად ისეთი, რაც ვნახეთ ბადრი ჯაფარიძისგან მართული ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომ არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის შეწყვეტა მოხდება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობა, იმიტომ რომ მინდა ყველას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ კანონს არავითარი მიზეზი არ შეუქმნია, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს. თუ საქართველოში ვინმეს ქველმოქმედების განხორციელების სურვილი ჰქონდა, მას ამისი შესაძლებლობა ექნება და ყველა მადლიერი იქნება. თუ ვინმეს ამისი სურვილი არ აქვს, აუცილებელი არ არის, ამისთვის ხელოვნური მიზეზი შექმნან, როგორიც დასახელებულია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები