ივენტუსის აკადემიის გახსნას წალენჯიხაში დევიდ ტრეზეგე დაესწრო

„წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ“ –  წერს სოცილურს ქსელში მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით იუვენტუსის აკადემია წალენჯიხაში, რაც ამ პატარა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია.  დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან. მადლობა David Trezeguet და იუვენტუსის მთელ გუნდს ამ
შესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის”- წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები