„კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება“ – ეუთო/ოდირი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ საკუთარ შეფასებას აკთებს და წერს რომ ის დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება.

ეუთო/ოდირის ანალიზია მიხედვით,  მსგავსი კანონი, რომელიც მიღებულია აშშ-სა და ავსტრალიაში,  მიზნად ისახავენ, კერძო კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციას, საუბარია კომპანიებზე,  რომლებიც უცხოური ხელისუფლებების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში და ისინი არ ასახელებენ სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას “უცხოურ წარმომადგენლებად” იმიტომ რომ, უცხოეთიდან ფინანსდებიან.

ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი.

დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულიც შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, თუმცა მათ კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორი არ უნდა აიღონ სამიზნეში. ასევე, მათივე შეფასებით, არ უნდა იყოს დაშვებული, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელია.

 

მსგავსი თემები