გაუჩინარებული პროფესორის ძებნის ოპერაციაში მოლაშქრეები ერთვებიან

სამძებრო არეალი ფართოვდება. მოხალისეები ოჯახს გაუჩინარებული, პროფესორის გიორგი გახელაძის მოძებნაში ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში მოლაშქრეებიც ჩაერთნენ. ოჯახის წევრები და მოქალაქეები, უძოს მონასტრეთან შეიკრიბნენ, სწორედ ამ ტერიტორიიდან, ისინი ტყის მასივებს შეამოწმებენ.

“ამ ეტაპზე არაფერი ხელჩასაჭიდი არ გავქვს, უბალოდ, ჩვენი ძალებით, სამოქალაქო ძალებით ვცდილობთ, რომ შემოგარენში გავცვალოთ ინფორმაცია და ვეძიოთ ადგილებში, სადაც გვირჩეს, მიგვასწავლეს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და უპოვიათ ადამიანები, სწორედ ამიტომ, ვცდილობთ საძიებო არეალის გაფართოებას”- ამბობს პროფესორის შვილი.

57 წლის გიორგი გახელაძეს მე-5 დღეა ეძებენ.

მსგავსი თემები