„მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაიწყო აგენტების რეესტრის შექმნა“- კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილმა  დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს,  ხდება  „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს.

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის. რეალურად, ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ახლა ხდება ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება, უცხოური აგენტების სიის ფორმალიზება, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები