„ძალიან იმედიანად ვართ“- მსახიობები სასამართლოში კოლეგის მხარდასაჭერად მივიდნენ

მსახიობები თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგის ანანო სიხარულიძის მხარდასაჭერად იმყოფებიან. ახალგაზრდა მსახიობი სასამართლოზე საპროტესტო აქციების გამო დაიბარეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.  როგორც მსახიობი ბაია დვალიშვილი ამბობს, ისინი ყველაფერს გაუმკლავდებიან.

“ყველაფერს გადავიტანთ, ყველაფერს გავუმკლავდებით და ძალიან იმედიანად ვარ და ძალიან შემართულად და ამით ვერ შეგვაშინებენ. თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, არ ვადევნებ (თვალს), იქ ვარ და შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე)” – ამბობს ბაია დვალიშვილი.

მსგავსი თემები