„მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარი“- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ  უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერ ნალექს, ელჭექს, სეტყვას და ქარის გაძლიერებას ელოდებიან.

“უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სეტყვის ტბა“ თბილისის ქუჩებში

მსგავსი თემები