„პუტინის მიზანია საზღვრების შეცვლა“- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ვლადიმერ პუტინის მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაა“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.

ლიპავსკი ამბობს, რომ რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნონ.

„პუტინის მიზანი ხარკოვის ან (უკრაინის) აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე ქალაქის აღება არ არის. მისი მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლაა.

რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რომელიც 1997 წლამდე არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როდესაც მან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო“ – აღნიშნა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები