მაიკლ როთი გერმანიის ელჩს საქართველოში მხარდაჭერას უცხადებს

“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს“ – აცხადებს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი. გერმანელი დიპლომატი ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს.

“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…” – აცხადებს მაიკლ როთი.

ინფორმაციისთვის, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. პრემიერმა კი მას უპასუხა, რომ ეს არის ანტიქართული განცხადება და გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.

 

მსგავსი თემები