საერთაშორისო სასამართლო ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს

ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია განაგრძო. სასამართლო ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს და ისრაელს კონფლიქტის ზონაში კომპეტენტური ორგანოების დაშვებას ავალდებულებს. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივ განცხადების თანახმად, თელ-ავივი ამჟამად, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს. ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, დღეს ჯაბალიას სკოლაზე ისრაელის თავდასხმას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. სკოლას დევნილები აფარებდნენ თავს. სექტორში მდებარე ერთადერთი საავადმყოფო ელექტროენერგიის არქონის გამო, კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში, შვიდი ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა ოცდათხუთმეტი ათასს გადააჭარბა, დაშავებულია ოთხმოცი ათასი…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოსთან „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. შეკრებილები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ხვალ სხვადასხვა სახის აქციებს გამართავენ. მომიტინგეებმა  დღეს პარლამენტთან ერთგვარი პერფორმანსი გამართეს, კერძოდ, მათ ფერადი სანათები ჰქონდათ მოტანილი და სკანდირებდნენ “საქართველო, საქართველო“. გარადა ამისა, აქციის მონაწილეებმა  შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და იცეკვეს ხორუმი.

მეტი...

არეულობის გამო კალედონიიდან ტურისტების ევეკუაცია მიმდინარეობს

საფრანგეთმა ახალი კალედონიიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. პირველი საევაკუაციო რეისები სამხედრო თვითმფრინავებით შესრულდა, რადგან დედაქალაქ ნუმეას საერთაშორისო აეროპორტი არეულობის გამო ერთ კვირაზე მეტია, დაკეტილი. ტურისტები ახალი კალედონიიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საფრანგეთში კომერციული რეისებით ჩავლენ. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ თავიანთი მოქალაქეების დაბრუნება სამშაბათს დაიწყეს. ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც იქ ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ.

მეტი...

„ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუს მოდის“- ზელენსკი

“ერთ უკრაინელზე რვა რუსი მოდის. მაგრამ პუტინს აბსოლუტურად არ ანაღვლებს თავისი ხალხი“- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის, ინფორმაციით ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის მცდელობის დროს, რაც ორი კვირის წინ დაიწყო, რუსეთის არმიის დანაკარგები, ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუს ჯარისკაცს შეადგენს. “ერთ უკრაინელზე რვა რუსი მოდის. მაგრამ პუტინს აბსოლუტურად არ ანაღვლებს თავისი ხალხი, არც სამოქალაქო, და არც სამხედრო”, – განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთი თავის სამხედრო დანაკარგებზე არ საუბრობს.  

მეტი...

პარლამენტთან აქცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.  აქციას მსვლელობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი შეუერთდა. ამ დროისთვის, უცნობია რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს. რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის პარალელურად 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. „ავტორიტარულ რეჟიმებს არ უყვარს ჭკვიანი ხალხი“-პროფესორ-მასწავლებლებლების აქცია თსუ-სთან

მეტი...

ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრელებს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით ა/მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა“- აღნიშნულია განცხადებაში. ამავე ცნობით, მოპოვებულ იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეომსალები. „გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების…

მეტი...

„ავტორიტარულ რეჟიმებს არ უყვარს ჭკვიანი ხალხი“-პროფესორ-მასწავლებლებლების აქცია თსუ-სთან

პროფესორ – მასწავლებლები მსვლელიბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მივიდნენ. მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის ბანერები უჭირავთ. მთავარი სათქმელო კი არის: „განათლება საფრთხეშია“ . როგორც ისინი აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთეს უქმნის განათლებას, რადგან მათივე განმარტებით, ავტორიტარულ რეჟიმს ჭკვიანი ხალხი არ უყვარს. „განათლებას ემუქრება დიდი საფრთხე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს არ უყვართ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები. სხვათაშორის ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ არასწორი კონკურსის შედეგად მოხდა პროფესორ-მასწავლებლების არჩევა საქართველოში. ჩვენ ჩავატარებთ რეფორმასო, რა რეფორმის ჩამტარებლები არიან კარგად იცით. შემდგეში თუ, რომელიმე კვლევა განხორციელდება უცხოური ორგანიზაციის დაფინანსებით, ბუნებრივია პროფესორ-მასწავლებელი,მკვლევარი შეიძლება…

მეტი...

ჩინეთ-საქართველოს შორის პირველი ავტოგადაზიდვა სრულდება

ისტორიული ფაქტი, შუა დერეფნის გამოყენებით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, ტვირთების გადაზიდვა პირველად სრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია, ავტოგზავნილებით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი საქართველოს გავლით შევიდეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვა. ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს. მარშრუტი კი შემდეგია:  ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო. რაც შეეხება ტვირთს, ის ჩინური წარმოების ავტომანქანებია. პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომანქანა,  რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს მოსახლეობას მიმართავს

26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ,  21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი “შავნაბადა”, სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – კახი სოლომნიშვილი.  

მეტი...

„გვსურს საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში“- კონგრესმენები

“ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში”- განაცხადეს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელმა  კონგრესმენებმა. გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ სურთ, საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. „რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, – მიიჩნევს კონგრესმენი.  

მეტი...

„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის  იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით,…

მეტი...

ხარკოვში საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა-არის მსხვერპლი

რუსულმა ჯარებმა ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ქალაქის მერ იგორ ტერეხოვის წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო დაბომბვის შედეგად ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ჰიპერმარკეტს. მერის ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. “როგორც ჩანს, იერიში განხორციელდა კონკრეტულად სავაჭრო ცენტრზე, სადაც ბევრი ადამიანი იყო – ეს არის აშკარა ტერორიზმი”, – წერს მერი და თავის ტელეგრამის არხში დაბომბვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მეტი...

„გაუმარჯოს საქართველოს“ – საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ლონდონში

ქართველი ემიგრანტები ე.წ „რუსული კანონის “ საწინააღმდეგო აქციას მართავენ ლონდონში. ემიგრანტებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ისმის შეძახილები „გაუმარჯოს საქრთველოს“. „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა თბილისსა და სხვა ქალაქებში აპროტესტებენ. თბილისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსვლელობა.    

მეტი...

პროფესორ-მასწავლებლების მარში დაიწყო

ვაკის პარკიდან აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ. მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს. „ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების – სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია“- ნათქვამია ერთიან მიმართვაში, რომელსაც აქციაში მონაწილე აკადემიური წრის წარმომადგენლები ავრცელებენ. აღნიშნული პირები 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.    

მეტი...

ირანის მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა ლონდონში

შეტაკება მოხდა, ლონდონში ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის. შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ერთი პირი დააკავა.ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დემონსტრაცია ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართებოდა, რა დროსაც ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 14:30 საათზე დაფიქსირდა.  მისი  სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.

მეტი...

„ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“- მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში აღნიშნავს. მან  ამის შესახებ  სოციალურ ქელში დაწერა. „ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ავიმაღლოთ ჩვენი ხმა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპის გულში. შემოგვიერთდით მე და საქართველოს ბევრ სხვა მეგობარს კვირას, 14:00 საათზე, Berliner Lustgarten-ში” – წერს როთი.

მეტი...

“ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ავიწროებს”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, ერთ-ერთი ევროკამისარის მიერ მუქარის შესახებ. როგორც მან აღნიშნა მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. „როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, ერთ-ერთმა ევროკომისარმა საუბრის დროს დააშინა რიგი ზომებით, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად მოიყვანა ბოლო მცდელობა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: ხედავ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო. მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. ეს მსუბუქად არ უნდა მივიღოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განცხადებებით. ყოველი ფაქტი უნდა…

მეტი...

„საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის  შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა. „საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი.

მეტი...

მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მაისს, ზუგდიდში ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს  ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

“აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ”- კალაძე

„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს. „წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც…

მეტი...

„ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“ – კახა კალაძე

„საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – აცხადებს კახა კალაძე ამერიკის მხრიდან გაჟღერებულ სანქციებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის ან რა მიზეზით აწესებენ სანქციებს. „რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება  მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე…

მეტი...

„რატომ უნდა იყოს საქციები, უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ? – კახა კალაძე სანქციებზე

„ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პირველ ადგილზე ახლა ქვეყნის ინტერესი დგას და არა პირადი. „არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი მომავალი. საქართველოს არასდროს იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს. რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? – კი ბატონო,…

მეტი...

სომხეთის პრემიერის ვერტმფრენი კატასტროფას გადაურჩა

სომხეთის პრემიერის ვერტმფრენი ავარიულად დაეშავ. როგორც აცხადებენ, ავარიულად დაშვების მიზეზი უამინდობა გახდა. პრემიერ-მინისტრი ტაშირში მიფრინავდა, თუმცა, ვერტმფრენს   ვანაძორის სტადიონზე ავარიული დაშვება მოუწია. პრემირს მგზავრობის გაგრძელება ავტომანქანით მოუწია. „ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა ვანაძორში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ჩვენ ახლა გზას ავტომობილით ვაგრძელებთ, ყველას კარგ დღეს ვუსურვებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

ნიაგარას ჩანქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანადაში უკვე მეოთხედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ქ. ოტავას მერიის წინ გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.   საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავაენ

მეტი...

პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მეწყერმა 1100-ზე მეტი სახლი და 300-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი. სტიქიის შედეგად ბლოკირებულია სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალი. ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებითაა შესაძლებელი.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ცნობით,   სომხეთის მთავრობის მეთაურის შვეულმფრენი ვანაძორში დაფრინდა. მთავარ მიზეზად უამინდობა დასახელდა. „ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მანქანით მგზავრობას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანი მოგვიანებით ტავუშის რეგიონში ჩავიდა, სადაც სოფელ ბაგანისის სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 24 მაისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარებმა დაიწყეს სახელმწიფო საზღვრის შემოსაზღვრული მონაკვეთების დაცვა ბერქაბერის, ვოსკეპარისა და ბაგანისის დასახლებებში.

მეტი...

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა. ბლინკენი პრაღაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. „კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი კიშინიოვსა და პრაღას 28-31 მაისს ეწვევა.  

მეტი...

შეძახილები და ფიზიკური დაპირისპირება- ირაკლი კობახიძემ თსუ-ს შენობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეის ტერიტორია ხმაურის და შეძახილების ფონზე დატოვა. პრემიერის წასვლიდან რამდენიმე წუთში, უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პროტესტში მონაწილე პირები დაუპირისპირდნენ. ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.   „კობახიძე ლექციაზე შეაპარეს“- სტუდენტი

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავაენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ვაშინგტონის მერია და მერი გამოსცემს პროკლამაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ასევე, ქ. ნიუ – იორკში, „თაიმ სქვერზე“ არსებულ ეკრანზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა და  დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ლოგო. ქ. სან-ფრანცისკოში კი, მერიის შენობაზე აღიმართება…

მეტი...

„უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე“- სტოლტენბერგი

„უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როდესაც ხარკოვის რაიონში, საზღვრის მახლობლად ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, მათ თავდაცვას ართულებს. „ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდნენ, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც ნატო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, ალიანსმა თავიდან უნდა აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან. „ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვაწვდით უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალას, მაგრამ არ მივიღებთ უშუალო მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში ან ნატო-ს…

მეტი...

რუმინეთიდან რუს დიპლომატს გააძევებენ

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი. ის ეჭვმიტანილია „საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური ავრცელებს.რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.    

მეტი...

პროტესტს თუმანიშვილის თეატრის მსახიობებიც შეუერთდნენ

“უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ” კანონის წინააღმდეგ  პროტესტს  თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებიც შეუერთდნენ.  დასისი წევრებმა მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლი „მეფე ლირის” დასრულების შემდეგ ბანერები გაშალეს წარწერით:”არა რუსულ კანონს, არა რეპრესიებს”. სცენაზე იდგნენ მამა-შვილი ზურა და გიორგი ყიფშიძეები.

მეტი...

„კობახიძე ლექციაზე შეაპარეს“- სტუდენტი

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს.  მათივე თქმით,  ირაკლი კობახიძესათან ლექციაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან. “რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ”, – განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ. თსუ-ს შენობასთან გაფიცული სტუდენტები დილიდან შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტთან ირაკლი კობახიძეს ელოდებოდნენ. ადგილზე, კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.   თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები კობახიძეს საპროტესტო აქციით ხვდებიან

მეტი...

„ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერება“-აშშ-ს სენატის ახალი განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინა) ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან. კანონპროექტი გააძლიერებს ამერიკის…

მეტი...

რუსეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

მედიის ცნობით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ, Mi-8 ტიპის ვერტმფრენებიდან სათადარიგო ნაწილების ქურდობას ედავებიან. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი სარატოვ ენგელსის სარემონტო ქარხანაში მოხდა, მოპარული საქონელი კი  კუსკოვსკაიას ქუჩაზე, ავტოფარეხში იპოვეს. საქართველოს მოქაალაქეებთან ერთად დაკავებულია რუსული პასპორტების მქონე ცოლ-ქმარიც.

მეტი...