შეტაკება მოხდა, ლონდონში ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის. შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ერთი პირი დააკავა.ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დემონსტრაცია ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართებოდა, რა დროსაც ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.