“უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ” კანონის წინააღმდეგ პროტესტს თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებიც შეუერთდნენ. დასისი წევრებმა მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლი „მეფე ლირის” დასრულების შემდეგ ბანერები გაშალეს წარწერით:”არა რუსულ კანონს, არა რეპრესიებს”.
სცენაზე იდგნენ მამა-შვილი ზურა და გიორგი ყიფშიძეები.