მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. ტიმ მონტგომერის განცადებით,  ბორის ჯონსონს 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.

ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.

მსგავსი თემები