რუსულმა ჯარებმა ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ქალაქის მერ იგორ ტერეხოვის წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო დაბომბვის შედეგად ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ჰიპერმარკეტს. მერის ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.
“როგორც ჩანს, იერიში განხორციელდა კონკრეტულად სავაჭრო ცენტრზე, სადაც ბევრი ადამიანი იყო – ეს არის აშკარა ტერორიზმი”, – წერს მერი და თავის ტელეგრამის არხში დაბომბვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.