ჩინეთ-საქართველოს შორის პირველი ავტოგადაზიდვა სრულდება

ისტორიული ფაქტი, შუა დერეფნის გამოყენებით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, ტვირთების გადაზიდვა პირველად სრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია, ავტოგზავნილებით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი საქართველოს გავლით შევიდეს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვა.

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს. მარშრუტი კი შემდეგია:  ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო.

რაც შეეხება ტვირთს, ის ჩინური წარმოების ავტომანქანებია.

პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომანქანა,  რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რომ ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

შუა დერეფნის გამოყენებით, ეს იქნება უმოკლესი გზა ტვირთების გადასაზიდად. ეს არის ისტორიული ფაქტი, რადგანაც შუა დერეფანი გამოყენებული იქნა ორგანიზებულად.    ჩინეთიდან საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვას დაახლოებით 52 დღე სჭირდება, შუა დერეფნის გამოყენებით კი ტვირთი 12 დღეში ჩამოდის.

 

 

მსგავსი თემები