მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 14:30 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.