„საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის  შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა.

„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი.

მსგავსი თემები