სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს მოსახლეობას მიმართავს

26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ,  21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი “შავნაბადა”, სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – კახი სოლომნიშვილი.

 

მსგავსი თემები