საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავაენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ვაშინგტონის მერია და მერი გამოსცემს პროკლამაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ასევე, ქ. ნიუ – იორკში, „თაიმ სქვერზე“ არსებულ ეკრანზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა და  დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ლოგო. ქ. სან-ფრანცისკოში კი, მერიის შენობაზე აღიმართება ქართული დროშა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა განათდება  საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

საფრანგეთში იგეგმება პარიზის მე-17 ოლქის განათება  ქართული დროშის ფერებით, ხოლო ესპანეთში, ქ, მადრიდში  –  სიბელესის მოედნის განათება, ასევე დაგეგმილია სევილიისა და ბილბაოს ცენტრალური მოედნების განათება.

მსგავსი თემები