“ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ავიწროებს”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, ერთ-ერთი ევროკამისარის მიერ მუქარის შესახებ. როგორც მან აღნიშნა მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა.

„როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, ერთ-ერთმა ევროკომისარმა საუბრის დროს დააშინა რიგი ზომებით, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად მოიყვანა ბოლო მცდელობა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: ხედავ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო.

მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. ეს მსუბუქად არ უნდა მივიღოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განცხადებებით. ყოველი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ” – წერს ვოლოდინი.

როგორც ვოლოდინი ამბობს, ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ავიწროებს.

„ევროპაში ჩვეულებრივი გახდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან მათი შევიწროება, ვინც არაა მზად მათ ბრმად დაემორჩილოს. მაგალითები საკმარისია: უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, სერბეთი, სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში. პირდაპირ ძალადობამდე მიდის საქმე“- აღნიშნა ვოლოდინმა.

 

მსგავსი თემები