საერთაშორისო სასამართლო ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს

ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია განაგრძო. სასამართლო ღაზაში გენოციდის დანაშაულის ბრალდების გამოძიებას იწყებს და ისრაელს კონფლიქტის ზონაში კომპეტენტური ორგანოების დაშვებას ავალდებულებს.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივ განცხადების თანახმად, თელ-ავივი ამჟამად, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს.

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, დღეს ჯაბალიას სკოლაზე ისრაელის თავდასხმას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. სკოლას დევნილები აფარებდნენ თავს. სექტორში მდებარე ერთადერთი საავადმყოფო ელექტროენერგიის არქონის გამო, კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში, შვიდი ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა ოცდათხუთმეტი ათასს გადააჭარბა, დაშავებულია ოთხმოცი ათასი ადამიანი. ომის გამო, საკუთარი საცხოვრებელი დაკარგა მილიონ შვიდასი ათასმა ადამიანმა.

 

მსგავსი თემები