სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს. მათივე თქმით, ირაკლი კობახიძესათან ლექციაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან.
“რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ”, – განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ.
თსუ-ს შენობასთან გაფიცული სტუდენტები დილიდან შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტთან ირაკლი კობახიძეს ელოდებოდნენ.
ადგილზე, კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები კობახიძეს საპროტესტო აქციით ხვდებიან