„უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე“- სტოლტენბერგი

„უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როდესაც ხარკოვის რაიონში, საზღვრის მახლობლად ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, მათ თავდაცვას ართულებს.

„ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდნენ, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, ალიანსმა თავიდან უნდა აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან.

„ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვაწვდით უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალას, მაგრამ არ მივიღებთ უშუალო მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში ან ნატო-ს ტერიტორიიდან. ასე რომ, ეს სხვა საკითხია. ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები