არეულობის გამო კალედონიიდან ტურისტების ევეკუაცია მიმდინარეობს

საფრანგეთმა ახალი კალედონიიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. პირველი საევაკუაციო რეისები სამხედრო თვითმფრინავებით შესრულდა, რადგან დედაქალაქ ნუმეას საერთაშორისო აეროპორტი არეულობის გამო ერთ კვირაზე მეტია, დაკეტილი.

ტურისტები ახალი კალედონიიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საფრანგეთში კომერციული რეისებით ჩავლენ. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ თავიანთი მოქალაქეების დაბრუნება სამშაბათს დაიწყეს.

ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც იქ ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ.

მსგავსი თემები