რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი. ის ეჭვმიტანილია „საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური ავრცელებს.რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.