აშშ უკრაინის წარმატებებს აღიარებს

უკრაინული მხარის წარმატებებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც საუბრობს. როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, ეს ყველაფერი უკრაინელების სიმამაცისა და სიმტკიცის შედეგია.

სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, უკრაინელების კონტრშეტევა საწყის ეტაპზეა, თუმცა აღსანიშნავია მათი მნიშვნელოვანი პროგრესი.

„ის, რაც მათ (უკრაინელებმა) გააკეთეს, იყო მეთოდურად დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხრიდან მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, რომ უკრაინას ხელში ჰქონდეს აღჭურვილობა, რომელიც მას სჭირდება კონტრშეტევის განსახორციელებლად. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინელების, სიმტკიცე და სიმამაცე  “, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელების წარმატებებზე განცხადება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმაც გააკეთა.

„არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა“ – აშშ რუსულ არმიაზე

მსგავსი თემები