ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“ წერს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. ნატო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.