გურიაში, მძინარე კაცს დანით ათობით ჭრილობა მიაყენეს

სისხლიანი გარჩევა გურიაში – წინასწარი ინფორმაციით, შუახნის კაცს  ათობით ჭრილობა დანით  მძინარე მდგომარეობაში მიაყენეს. დაჭრილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრილი დემურ გოგოტიშვილია, რომელიც  გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის, ბეჟან გოგოტიშვილის ბიძაა. დანაშაულის მოტივი კი სავარაუდოდ შურისძიებაა.

რამდენიმე დღის წინ, უცხოეთიდან დაბრუნებული გიგა როყვა ოზურგეთში  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე ბეჟან გოგოტიშვილი კი ამ დრომდე მიმალვაშია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი  ქურდულ სამყაროში გავლენების გადანაწილების მცდელობაა.

შეგახსენებთ, გიგა როყვა  11 სექტემბერს მანქანაში ჩაცხრილეს.

 

მსგავსი თემები