„არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა“ – აშშ რუსულ არმიაზე

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კიბრის განცხადებით, უკრაინის შეტევამ რუსული არმია აიძულა, უკან დაეხია. როგორც  აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი CNN-თან აცხადებს, ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების წარმატებების შესახებ აღსანიშნავია.

„არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სწრაფი წინსვლა იყო მთავარი გარდამტეხი მომენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შთამბეჭდავი სამხედრო ანგარიშებია. უკრაინელი სამხედროების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ოპერაციებმა ბუნებრივია,  იმოქმედა რუსებზე და აიძულა ისინი უკან დაეხიათ. ჩანდა, რომ რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა, არ ჰქონდათ საბრძოლო სული და ბრძოლიდან გარბოდნენ“ – აღნიშნავს კიბრი ინტერვიუში.

მსგავსი თემები