აშშ-ის საელჩო გამნაღმველების მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ, როგორც ცნობილია, საელჩოში ანონიმური ზარი დაფიქსირდა, რის შემდეგაც, ადგილზე გამნამღმველები და სპეციალური ჯგუფები მივიდნენ.

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს მხრიდან მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.

აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

მსგავსი თემები