სომხეთი სამხედრო დახმარებას ითხოვს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აქტიური შეტაკებების გამო,  სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს: „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართონ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დებულებების ასამოქმედებლად, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაერო-ს“. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. არიან დაღუპულები. მხარეების საომარი მოქმედებების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მეტი...

„სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ – ვითარება სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური მხარის ინფორმაციით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული სროლა, განუწყვეტელი ინტენსივობით გრძელდება. “მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება”, – აღნიშნა თავდაცვის უწყების სპიკერმა. აქვე დასძინა, რომ სომხეთმაც საპასუხო ცეცხლი გახსნა და მტერს სათანადოდ უპასუხა. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, არიან დაღუპულები

მეტი...

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, არიან დაღუპულები

ორი ქვეყნის  ინტენსიური შეტაკებები წუხელ დაიწყო. თავდასხმაში სომხეთი  აზერბაიჯანს ადანაშაულებს აზერბაიჯანი კი სომხეთს. სომხეთი არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი სომხეთის არმიამ საღამოს საათებში ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ანთავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები” – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები, და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.  

მეტი...