„ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს,  გვერდით  გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ საერთო საქმისთვის.

„მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური აქტორი, სამოქალაქო საზოგადოება პროცესში იყოს ჩართული. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ ეს პროცესი, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი“ – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

მისივე შეფასებით, სწორედ ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები ერთად მუშაობას შეძლებენ.

 

მსგავსი თემები