,,ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან”- კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება. კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აპოლიტიკურები უნდა იყვნენ.

„ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი შებრუნებულად ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში რა განწყობებიც არსებობს, ეს თავად მათი დამსახურებაა. ნახეთ, ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში – არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია და ჩართული ხარ ხმების პარალელური დათვლის (პივიტი) გაყალბებაში, ეს არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ რევოლუციურ სცენარში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა. „ოცნების“ ლიდერების მიერ გამომჟღავნების შემდეგ „აიწია“ ეს თემა, რომელიც ძალიან მძიმე იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები