,,ამ ადამიანის საუბარს არავითარი სარწმუნოება და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია”- ოხანაშვილი გოგაშვილზე

,,მთელი რიგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ადამიანის საუბარს არავითარი სარწმუნოება და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია,”- ასე აფასებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილის განცხადებები ,,ჭორაობას” გავს.

,,ძალიან კარგად ვხვდებით, რომ მთელი ეს პროცესი მიმართულია ვახტანგ გომელაურის  პროფესიონალიზმისთვის, კეთილსინდისიერებისთვის, მის მიერ გაკეთებული საქმეების და სამომავლო გეგმებისთვის ჩრდილის მისაყენებლად. სქემა, რომლის შენიღბვასაც ცდილობენ, მარტივად იშიფრება. ვახტანგ გომელაური არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და ამას გააგრძელებს. როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნათქვამის მიმართ გქონდეს ნდობა, რომელსაც 2022 წელს გაახსენდა რაღაც, რაც მისი თქმით, 2016 წელს მოხდა. ეს უფრო ჭორაობას ჰგავს. გვესმის, რომ ეს არის ნიადაგის შემზადება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

,,Груსული ოცნება – ნაწილი 3 – რუსეთის აგენტი ელჩები”- გოგაშვილის მორიგი წერილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები