ადამ კინზიგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

კონგრესმენი ადამ კინზიგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს. ,,რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 1/3. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრასინაში დამარცხდება, შესაძლოა მეორადი ცეცხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე გახსნას. HIMARS საქართველოს”, – წერს ადამ კინზიგერი Twitter-ზე.

მეტი...

კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე გადადო

კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას  პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა. „კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – აღნიშნულია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

დღეიდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება

ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში ძვირდება და  50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. ფასის ცვლილებამდე, აღნიშნული  მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა. სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაციის ფასი  170 ლარი იყო,  პირველი აგვისტოდან კი , ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

მეტი...

,,ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია”- ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა  მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მისივე თქმით, რუსეთის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნას მთელ მსოფლიოში. ,,ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის,”- წერს ანტონ გერაშენკო ,,Telegram”-ზე.  

მეტი...

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მეტი...

,,რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“- სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა. „მჯერა, კარგი ამბები გვექნება. იმედი მაქვს, ხვალ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. კოსოვოსა და…

მეტი...

,,რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიკოლაევში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს. ზელენსკის თქმით, რუსეთს ომში გამარჯვების შანსი, სტრატეგიულად არ აქვს. „ახლა რუსული არმია ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოზიციები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან გადაყვანილია სამხრეთით – ხერსონის რაიონში და ზაპოროჟიეში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარება. სტრატეგიულად, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. აუცილებელია შენარჩუნება, რომ ტაქტიკურ დონეზეც კი ტერორისტულმა სახელმწიფომ იგრძნოს თავისი დამარცხება. აუცილებელია,…

მეტი...

მომღერალ მამუკა ონაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

ავტოავარიაში მოყოლილი მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გვითხრა, ამ ეტაპისთვის, მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. „სამწუხაროდ, მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ კრი­ტი­კუ­ლია. პაციენტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმყოფება. აღი­ნიშ­ნე­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვა” – ამბობს ლე­ვან რა­ტი­ან­ი. შეგახსენებთ, რომ მომღერალი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. კიდევ სამი მგზავრი დაშავდა. ერთი, ახალგაზრდა ბიჭი კი გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-3 მუხ­ლით მიმდინარეობს.

მეტი...

3 დღის განმავლობაში დასავლეთის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს  

9, 10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ყველა მატარებლის მოძრაობა შეწყდება. შეზღუდვა ეხება როგორც სამგზავროს, ისე სატვირთო მატარებლებს. აქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

მეტი...

ნატო მზად არის, კოსოვო-სერბეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ჩაერთოს  

„ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება“, – აცხადებს  ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიმართულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და   ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოსა და სერბეთის შესაბამის უწყებებთან. „ნატო კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო…

მეტი...

„სერბეთი – პუტინის ტროას ცხენი“ –  უკრაინა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კოსოვოს დაეხმაროს  

სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინის რადას წარმომადგენელი აკეთებს და აცხადებს რომ უკრაინა ვალდებულია კოსოვოს დაეხმაროს. „თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. რეალობა, რომელშიც მთელი უკრაინა ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობს, კოსოვოში მივიდა.  მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი, პუტინი და ყველა მათი „მოკავშირე“ არის კონფლიქტებისა და ომების მიზეზი“, – აცხადებს გონჩარენკო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სერბეთსა და…

მეტი...

კოსოვოსა და სერბეთს შორის შესაძლოა, მეორე ცხელი წერტილი გაჩნდეს

სერბეთსა და კოსოვოს შორის ვითარება საკმაოდ რთულია. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში მოწყობილ ბარიკადებზე ეთნიკურად სერბი სერბი მოქალაქეები დაშავდნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს და ადგილზე კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გახდა. კერძოდ, კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული ნომრებით შესვლა შეზღუდა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა კოსოვოს ადმინისტრაციას მშვიდობისკენ მოუწოდა. კოსოვო არეულობაში  სერბეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს. „სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება…

მეტი...