ნატო მზად არის, კოსოვო-სერბეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ჩაერთოს  

„ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება“, – აცხადებს  ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიმართულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და   ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოსა და სერბეთის შესაბამის უწყებებთან.

„ნატო კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სერბეთი – პუტინის ტროას ცხენი“ –  უკრაინა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კოსოვოს დაეხმაროს  

მსგავსი თემები