„სერბეთი – პუტინის ტროას ცხენი“ –  უკრაინა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კოსოვოს დაეხმაროს  

სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინის რადას წარმომადგენელი აკეთებს და აცხადებს რომ უკრაინა ვალდებულია კოსოვოს დაეხმაროს.

„თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. რეალობა, რომელშიც მთელი უკრაინა ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობს, კოსოვოში მივიდა.  მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი, პუტინი და ყველა მათი „მოკავშირე“ არის კონფლიქტებისა და ომების მიზეზი“, – აცხადებს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სერბეთსა და კოსოვოს გამყოფ ხაზზე ვითარება დაიძაბა, ისმოდა სროლის ხმა.

კოსოვოსა და სერბეთს შორის შესაძლოა, მეორე ცხელი წერტილი გაჩნდეს

მსგავსი თემები