ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ჰიტლერს ებრაული წარმოშობა აქვს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰოლოკოსტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ზღვარი გადაკვეთა და ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. “საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები უპატიებელი სკანდალია. ჰიტლერი არ იყო ებრაული წარმოშობის და ებრაელებს არ დაუხოცავთ თავიანთი თავი ჰოლოკოსტის დროს. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მაგრამ არის ზღვარი და ამჯერად ეს ზღვარი გადაკვეთეს. რუსეთის მთავრობამ ჩვენ და ებრაელ…

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს

თეთრი სახლის  სპიკერის  ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, თუმცა ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი არ არის, – აღნიშნულ  ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს. ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი, უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნაა. “მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის გეგმები არ არის შემუშავებული. თეთრი სახლი უკრაინაში სიტუაციის შეფასებას აგრძელებს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნა,” – აღნიშნავს თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი.  

მეტი...

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს განახლდება

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს დილიდან უნდა განახლდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს. ევაკუაციის პროცესს გაეროსა და წითელი ჯვრის მისიები უზრუნველყოფენ . მარიუპოლის „აზოვსტალის“ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1-ლ მაისს დაიწყო. რუსული ჯარის მიერ  ალყაშემორტყმული ქარხნიდან გამოყვანილი მოქალაქეები უკრაინის  კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

მეტი...

,,ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები  არ დათმობენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილს რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. “უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ. უკრაინა მზადაა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საზღვრები ძალადობრივად იცვლება. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად ვართ რუსეთს დავუთმოთ ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი უბრალოდ ასე დაიღუპა. მაშინ რატომ დაიღუპნენ? და შემდეგ რუსეთი ამაზე…

მეტი...

„რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტების დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებებს პასუხობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სერგეი ლავროვის ბრალდებების შემდეგ, საინტერესოა, დარჩება თი არა ისრაელის ელჩი რუსეთში და შეინარჩუნებ თუ არა ისრაელი მოსკოვთან ნორმალურ ურთიერთობას. „თუ ოდესღაც ამ სახელმწიფოს ჰქონდა ის, რასაც რეპუტაცია ეწოდება, ახლა რუსეთი ყოველდღიურად აკეთებს ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ადეკვატურობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან. თითქოსდა ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასეთი რამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის წინ? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს…

მეტი...

გერმანიის პოზიციით, რუსეთს სანქციები არ უნდა მოეხსნას, თუ ის კიევში ომს არ დაასრულებს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გამორიცხულია რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი და ამ თემის განხილვაც კი. მისი შეფასებით, ეს მანამ არ უნდა მოხდეს, სანამ, მინიმუმ, რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს. „რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს. სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა კი უკრაინის გადასაწყვეტია. ვლადიმერ პუტინი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება. ვერ გათვალა უკრაინის ოპერაცია. არ ელოდა, რომ უკრაინისგან წინააღმდეგობას მიიღებდა. არ ფიქრობდა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით. არ გავაუქმებთ სანქციებს, ვიდრე ის უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, – ასეთია ოლაფ შოლცის პოზიცია.

მეტი...

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ უნგრეთი გააფრთხილა

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, უკრაინაზე თავდასხმის მზადების შესახებ ინფორმაცია უნგრეთს წინასწარ მიაწოდა. „უნგრეთი ადასტურებს რუსეთთან თანამშრომლობას. ის წინასწარ იყო გაფრთხილებული პუტინის მიერ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. რუსეთი დარწმუნებულია, რომ შეუძლია, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი წაიღოს“ – აცხადებს დანილოვი.  

მეტი...